სანდრო გირგვლიანის საქმეზე კანონიერი გადაწვეტილება მივიღე, აღნიშნული განცხადება გირგვლიანის საქმის მოსამართლემ და ახლა უკვე უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, ლევან მურისიძემ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოავლინა - დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. ამის შესახებ უწყებაში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის სახლი გაქურდეს.. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ. პირველი" ავრცელებს.
„ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 პირი დააკავა.
გაუპატიურების და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა განესაზღვრა. კობაურისთვის სასჯელის ზომის გამოცხადებისას ბრალდებულის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ, რის გამოც გორის რაიონულ სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა მალხაზ კობაურის დედა და დეიდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც დეპუტატი აცხადებს, აღნიშნულის თაობაზე, მედიიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად დაუკავშირდა. როგორც ბესელია ამბობს, უწყებაში კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და მომხდარის შესახებ მისგან შეიტყვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.