შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს - საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე შემუშავებულია. ამის შესახებ უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესი, რომელზეც მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს. სასამართლოში იმყოფება მისი ძმა ლუკა კალანდიაც.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ კირკიტაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი - 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ცხელ კვალზე, ყაზბეგში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილე 5 პირი დააკავა. ამის შესახებ ცნობილი შინაგან მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი გახარიამ ქობულეთის და ბათუმის პოლიციის განყოფილებები მოინახულა და თანამშრომლებთან ერთად სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფაქტის გახსნის შედეგად, 63 მოქალაქე დაზარალებულად სცნო. მათ ზუგდიდისა და ხობის რაიონებში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.