მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის (250 000 ლარი) აღების ფაქტზე დაკავებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობის პარალელურად შენობის გარეთ საპროტესტო აქცია იმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., 2000 წელს დაბადებული ა.ყ. და ასევე, 2000 წელს დაბადებული გ.ლ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ ეს არის კლანი, დღეს საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს", განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დასრულების შემდეგ.
მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე სასამართლო სისტემაში კლანის არსებობასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი გამოეხმაურა.
მე დღეს დავრწმუნდი, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი, განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე.
ჯანეზაშვილის აღნიშნულ განცხადებას ხმაური მოჰყვა.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფ.ა. - მარნეულში, 1992 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. კი რუსთავში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.