სამართალი

თბილისში, მეტეხის ხიდთან ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა Facebook Live-ის დროს სცადა. ვიდეოში ის მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ვერ ახერხებდა სამსახხურის პოვნას, რადგან არის „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც, ბუტა რობაქის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულები - ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავეს სცნეს, რობაქიძის დედა ია მეტრეველი სამართლიანს უწოდებს.

სრულად...

გარეწრები წავიდნენ ციხეში და ჩალპნენ იქ, ასე ეხმაურება ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ- ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ, რომელიც გუშინ, 17 დეკემბერს დააკავეს, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. 

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის დაკავების შემდეგ შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ.

სრულად...

კირკიტაძე დღეს აცხადებდა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

სრულად...

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ და პროკურატურისაგან მამის გარდაცვალების საქმის გამოძიების ვადის გაგრძელებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე 2 კვირაში ხანდაზმული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე დაიხურება და მისი გამოძიება ავტომატურად შეწყდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი