სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. კ., 1997 წელს დაბადებული გ. ქ. და 1979 წელს დაბადებულ რ. ვ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას მისი უფლებადამცველები ასაჩივრებენ. ადვოკატმა, ალექსანდრე მგელაძემ დღეს დილით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტონაზე მეტი წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 750 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 14 მილიონი ლარია.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურებრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში დააკავა.

სრულად...

„დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს", განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.

სრულად...

პარლამენტში სხდომაზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უპასუხა.

სრულად...

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. ვალეში დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი