ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები ყოფილი მთავარი პროკურორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას გეგმავენ.
სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი კვადროციკლით გადაადგილების დროს „სიღნაღქალაქობისთვის” დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა და დაიღუპა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ა.ბ. ბათუმში დააკავეს.
ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
მერაბ მორჩაძე თავისუფალია - პირი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით იყო დაკავებული, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე ფეხით მოსიარულე შუახნის ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.