სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული პირები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.
საქალაქო სასამართლოში მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის პროცესი გაიმართა. მას ხორავას ქუჩის მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მიხეილ კალანდიაზე, ზეწოლა ედება ბრალად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ი.ნ.-ს ბრალი დაუმძიმდა. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განუცხადა, დაკავებულისთვის წარდგენილ ბრალს სსსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტს სსსკ-ის 141-ე მუხლი დაემატა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე და ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე დავით ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავარი პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ზაზა სარალიძე თავისუფალია. პროკურატურის ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს ბრალი დღეს წარედგინა, თუმცა ბრალდების დადგენილების მიხედვით, საგამოძიებო ორგანო არ თვლის საჭიროდ, სასამართლო სხდომის გამართვამდე სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიება იყოს გამოყენებული, ამიტომ მას საპოლიციო მეთვალყურეობა მოუხსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.