სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავა.

სრულად...

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის პასუხი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა.

სრულად...

პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რითაც გარემოს 287 200 ლარის ზიანი მიადგა, ტყის მცველი დააკავა.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 5 ივლისს სოფელ ნაფეტვრების ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ნ.ნ. სოფელ პატარა ონში, ხოლო ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ბ.გ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა.

სრულად...

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სრულად...

თბილისში სამშობიარო სახლ „ნინოში“ 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სრულად...

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება. უფლებადამცველის თქმით, მეუფე იაკობი თუ ფლობდა ამ ინფორმაციას მას შეეძლო მისულიყო სუს-ში და ეთქვა ეს ინფორმაცია, რაც გამოძიებას სხვანაირი კურსით წარმართავდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახლადამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებებით 4 პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ისაუბრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი