ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილი, რეკომენდაციაას მ.კ.-სთან დაკავშირებით, არ ემხრობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით დაინტერესდა.
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ზვიად კუპრავას კითხავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, თუ რა პირდაპირი მტკიცებულებები მიაწოდა კუპრავამ გამოძიებას.
როგორც ჩანს, თქვენ მთლიანად იზიარებთ პროკურატურის პოზიციას და მ.კ.-ს ჩვენებას, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა, – ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ კომისიის მდივანს ოთარ კახიძეს მას შემდეგ, რაც კახიძემ კომისიას „ევროპული საქართველოს“ მეორე რეკომენდაცია გააცნო.
პირი, ვისაც უჭირავს მსხვერპლი და შესაძლებლობას აძლევს დანით შეიარაღებულებს, რომ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენონ, ეს პირი არის თანააღმსრულებებლი და ეს არის კონკრეტული როლი, რომელიც მ.კ.-ს აქვს ამ დანაშაულში, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე პასუხობს კომისიის იმ წევრების კრიტიკას, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
„არსებობს დიდი ეჭვი, რომ დამატებითი ინფორმაციის მომცემი კუპრავას გამოკითხვა ჩვენთვის ვერ იქნება. ამიტომ მიზანშეწონილია, გადავიდეთ უშუალო მოწმეებისა და მონაწილე პირების გამოკითხვაზე და ამის შესაბამისად ვიმსჯელოთ იმაზე რა სახის მიმართვა თუ რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს", განაცხადა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კიმისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.
„არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყო კომისიის მხრიდან, რომ იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია ან შემსწრეა, პირველი წყაროს ინფორმაციის მატარებელია - მათზე ადრე იქნა კუპრავას დაკითხვაზე გადაწყვეტილება მიღებული", აცხადებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმი ეკა ბესელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ტ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ბოლო პერიოდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნეს და ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.