ერთადერთი, ვინც გ.მ -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას იყო გ.ბ, რომელიც დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა, განაცხადა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო შექმნილ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით საქმის აღძვრას ითხოვს. ამ განცხადებით ყოფილმა დეპუტატმა მთავარ პროკურატურას დღეს მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1990 წელს დაბადებული მ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1985 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. ბათუმში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ბატონმა ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით. ჩვენ დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე მის უსაფრთხოებას, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ერთი - მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, პროკურატურის კომპეტენციაში შედის, ხოლო მეორე რეკომენდაცია, რომელიც მესამე მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას შეეხება, ფორმალურია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას სცილდება.
ხორავას ქუჩაზე „სისხლიანი გარჩევის“ დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით ღამე შინგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაათენა. სარალიძეს უწყებაში უთხრეს, რომ კალანდიას დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულები არ გააჩნიათ. მან ჟურნალისტებთან მირზა სუბელიანის დაკავებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სუბელიანი გამოძიების დაწყებიდან მალევე უნდა დაეკავებინათ. სარალიძის მხარდასაჭერად შინგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან რამდენიმე ადამიანი მივიდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირების ტელეფონები იმიტომ არ ამოვიღეთ, რომ მოზარდებს საშუალება მივეცით ინფორმაცია გაეცვალათ, რომ შემდგომ ჩვენ ამ ინფორმაციას გავცნობოდით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.