როგორც საზოგადოებრივი იტყობინება, გუშინ (31 მაისს) ღამით სპორტსმენებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს და წინასწარი ცნობებით თავდამსხმელები ფედერაციის თანამშრომლები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს და აცხადებს, რომ „გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას“.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე წელი მიესაჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომლის დასჯასაც, ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და სხვებთან ერთად, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები მოითხოვენ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან, განაცხადა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
სასამართლოს განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, აღნიშნული განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ამ წუთებში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ სცნო.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამრთლოს განაჩენს საქმის პროკურორი მარიამ გოგოხია არ ეთანხმება. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანი და გაურკვეველია
დაუყოვნებლივ იქნას გადამდგარი შოთაძე და დაუყოვნებლივ იქნას პასუხისგებაში მიცემული შოთაძე, აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ გააკეთა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, საპროტესტო აქციებს აანონსებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.