შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმურა. როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განმარტა, ვიდეოჩანაწერში ასახულია ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშის იძულებით აღების ფაქტი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ დღეს ბრალდებულმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში არარეალურ ფაქტებზე ისაუბრა.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენებით კონფლიქტის მონაწილეთა გადამალვაში მირზა სუბელიანის ჩართულობა დადასტურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული კ.დ., ქურდობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებადამცველ მ.ბ.-ზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს დეპუტატი შოთა შალელაშვილი მტკნარ სიცრუეს უწოდებს.
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს და თანმდევ ცვლილებებს ეხმიანება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 1709 სამალავიდან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.