საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დანაშაულის დაფარვის საქმეში მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებლის ფ.გ.-ს მიმართ გამოყენებულ სასჯელთან დაკავშირებით და მას სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მკვლელობაში დამხმარე ო.დ.-ისთვის შეფარდებული სასჯელი (19 წლით თავისუფლების აღკვეთა) უცვლელად დატოვა.
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. სასამართლოს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა. სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა დღეს, 23 მაისს იყო ჩანიშნული და ის უკვე დაიწყო. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს.
სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება. ნინო ლომჯარიას შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, შრომითი უფლებებისათვის საზიანო და საშიში პრეცედენტია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ექნება.
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთავარი პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.