ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც აცხადებს, რომ მხოლოდ სუბელიანის დაკავება არ არის საკმარისი და ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ყოფილიყო დღემდე დაკავებული.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელიც დილის 11:00 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს, მიმდინარე კვირაში უკვე მესამედ იმყოფებოდა, დააკავეს.
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახის თხოვნით მივიდა მირზა სუბელიანის ადვოკატი. სუბელიანი უკვე მესამედ იმყოფება შსს-ში მიმდინარე კვირაში. დღეს ის უწყებაში დილის 11:00 საათზე გამოცხადდა.
გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. თუ მძღოლის ბრალეულობა დადგინდა, მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემქურება.
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების ორ მოსწავლეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ არასრულწლოვანები, მანდატურები და პედაგოგები შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ სამმართველოში გამოსაკითხად დაიბარეს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.
ზაზა სარალიძე 10 ივნისს ელოდება, რა დროისთვისაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასულმა გამოძიებამ კონკრეტული შედეგები უნდა დადოს და ამ საქმესთან დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი გარკვეული პირები, მათ შორის მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე დააკავოს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, მირზა სუბელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ახლახან დატოვა, თუმცა ჟურნალისტებთან დეტალებზე საუბარი არ ისურვა იმ მიზეზით, რომ მისი თქმით, გაუთქმელობაზე ხელწერილი აქვს დაწერილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართული მარშის“ ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.