ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის გიორგი სიგუას დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც სიგუამ დაკითხავზე შესვლამდე განაცხადა, იგი საგამოძიებო სამსახურში არა „ჯემ ფესტის“ ჩატარების, არამედ გარკვეული ნივთის დაზიანების ფაქტზეა დაბარებული.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტის“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისის მთაწმინდის რაიონში მკვლელობა მოხდა. თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოტოციკლისტმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვეითად მოსიარულეს ესროლა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში შინაგან სამქეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მცხეთიდან თბილისის შემოსასვლელში შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.