შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრებთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის პატიმრობის თხოვნის შუამდგომლობა გაითვალისწინა და თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს და მასთან ერთად დაკავებულ ანა მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით აღძრულ საქმეს „აბსურდული" უწოდა.
იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა დასრულდა.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა.
სამართალდამცავებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დაიწყო. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, კონკურსისთვის ლადო ჭანტურიას კანდიდატურა უკვე შერჩეულია და დადებითად შეფასებულია, რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, მათი შერჩევა ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია. მოსამართლეობის მსურველთა სია დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გაასაჯაროვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.