სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა, უკრაინისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართვის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.
მთავარი პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 8-თვიანი განხილვების შემდეგ, განაჩენი გამოაცხადა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდება. ამის შესახებ საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის ერთ-ერთი ადვოკატი გოორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში წერს.
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, წინასასამართლო სხდომა გადაიდო. სასამართლო პროცესი ხვალ 15:00 საათზე განახლდება.
პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმრების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ს.ს., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში დააკავეს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1952 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, რუსეთის ფედერაციის მიერ დეპორტირებული მ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 38 ფაქტი გამოავლინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.