პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოს იურისტის, ედიშარ ქარჩავას მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ვიძახით, რომ ციანიდი მამა გიორგის არ შეუძენია, ხოლო სად შეიძინა, როდის შეიძინა და ვისგან შეიძინა, გამოიძიოს გამოძიებამ, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე გააკეთა, სადაც ამ წუთებში სასულიერო პირის დაკითხვა მიმდინარეობს.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდნენ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის წარმომადგენლები.
პროკურატურის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მივიდნენ. დღეიდან დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა.
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილია.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა. ამის შესახებ Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბათუმის მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ „მაქსიმალურად იქნა აცილებული ზიანი“.
ბათუმში მყოფი უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და აჭარის მთავრობის მეთაურს შეხვდნენ. დავით რაქვიაშვილის თქმით, ამჟამად ბათუმში მდგომარეობა „სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში ღამის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ „პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია“ და „სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს“.
ბათუმის ქუჩებში ამ წუთებში დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია იმ ჯგუფის წარმომადგენლებს აკავებს, რომლებიც ბოლო საათებში აგრესიით გამოირჩეოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.