შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ჩ., თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.
შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა სამი პირი - 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვასილ ლ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ს. და 1998 წელს დაბადებული ლაშა შ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულები დააკავა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს.
გლდანში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ექსპრეს ფილიალში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ი.პ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული რ.ბ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტი, გიორგი გასვიანი მთავარ პროკურორსა და მასთან ერთად, საოლქო პროკურორს შეხვდა.
სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეზე, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დამნაშავედ სცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იანვრიდან სამუშაო ჯგუფის ფორმატში აქტიური მუშაობა დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.