ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ლ.მ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი: 1984 წელს დაბადებული გ.ქ. და 1988 წელს დაბადებული ლ.გ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, შ.პ.ს. ,,მედეა“-ს, შ.პ.ს. ,,ნიკა“-ს, შ.პ.ს. ,,მარი“-ს, შ.პ.ს. ,,საბა 11“-ს და შ.პ.ს. ,,ევროლუქსი“-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სულიკო კ. და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი სევერიან კ. დააკავეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ მისი პირადი გადაწყვეტილებით, დანაშაულის სტატისტიკა აღარ ქვეყნდება.
საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა პოლიციელის მიერ „იბერიის“ ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ფაქტი, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული თ.ს და 1986 წელს დაბადებული ს.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ლ.კ. თბილისში დააკავეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.