სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ვიდეოხიდის მეშვეობით სამუშაო თათბირი ჩაატარა.

სრულად...

საქართველოს მთავარი პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენაში ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკის „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაავალა. მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევენო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ რეგისტრაციიდან მოიხსნა.

სრულად...

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე ცოტა ხნის წინათ სამართალდამცველებს ჩაბარდა. იგი დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ სტურუას თვითმკვლელობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.

სრულად...

გორის ცენტრში, ცაბაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი 40-წლამდე ასაკის ადგილობრივი მცხოვრებია.

სრულად...

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 13 ავტომანქანა, 5 კვატროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ. 

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ „მილენიუმის“ კონფერენცია გახსნა.   

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შსს-მ დაასრულა ყველა ე.წ კანონიერი ქურდის აღწერა.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კომენტარს ვერ გააკეთებს თუ რა ეტაპზეა გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმის გამოძიება, რადგან საქმის ძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი