შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოვლინდა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დაინახეთ, რომ კარები ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს. აღსრულების პროცესში გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება ყველა კანონით გათვალისწინებული საშუალება“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მისულმა შსს-ს წარმოამდგენელმა მედიასთან საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ და შეეცადნენ მელიასთვის სასამართლოს განჩინება ჩაებარებინა. იქ შეკრებილებმა სამართალდამცველებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ადვოკატი ბექა ბასილაია ითხოვდა, რომ განჩინება მისთვის ჩაებარებინათ, თუმც ამაზე მას უარი ეთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯოდმარეს, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება.
საქართველოს პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.