შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
ილია ელოშვილის ოჯახი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვერსიას თბილისის მერის მოადგილის თვითმკვლელობის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს. ოჯახის განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.
„ეს [სამების ტაძრის მშენებლობისთვის თანხის გაღება] იყო მხოლოდ ვალდებულება ჩემი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ არანაკლებად გიყვართ თქვენი სამშობლო და ყველას, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა გავაკეთოთ. მე შეიძლება შევძელი და ლომის წილი შევიტანე სამების მშენებლობაში, მაგრამ ის 1 ლარი ვინც დადო და შეიძლება იმ დღეს პური არ იყიდა, იმას არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი და არანაკლები მადლი გაუღია“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ შეხვედრაზე.
ქეთევან დედოფლის გამზირზე შემდეგი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდგომ ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით.
დღეიდან, 30 ივნისის ჩათვლით, ნებისმიერი Visa ბარათით გადახდისას, Onoff.ge-ზე ნივთის შეძენა 55%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.
დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება, რომ 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო..., - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქში“ წერს.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება აღდგომის დღესასწაულის წარგზავნისა და წმინდისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს
კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 009 000 შეადგინა, საიდანაც 962 000 აბონენტი ფიზიკური პირია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.