თბილისში საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები დაიწყო. სანაპიროების ჭადრებით განაშენიანების პროექტის ფარგლებში მარცხენა სანაპიროზე, 3-3,5 მეტრი სიმაღლის 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგო. მიმდინარე სეზონზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე სულ 200 ძირი ჭადარი დაირგვება.
სარფის საბაჟოზე მიმოსვლა შეფერხებულია. ბათუმში თურქეთის საკონსულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ შეფერხება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტი შეზღუდვის გარეშე იმოძრავებს.
საქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის როგორც მძიმე, ისე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები არიან.
თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე, კოჯორსა და კიკეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის დარიგება გრძელდება.
"კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპული გიორგი შენგელიას მამა რომან შენგელია შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მივიდა.
თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილი სამუშაოებზე ისაუბრა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაიონულ გამგეობებს, „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი დავალებები მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.