თავდაცვის სამინისტრო კახეთში, სოფელ ბოდბესთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი კახეთში ჩავიდა. ლევან იზორია იმ ადგილზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინათ სამხედრო მოსამსახურეებით სავსე ,,კამაზის” მარკის ავტომანქანა ამობრუნდა.
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,კამაზის” მარკის სამხედრო ავტომობილის ამოტრიალებას ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულა, კანონით ეს უფლებამოსილება მოსამართლეებს გააჩნდათ.
თბილისის მეტროში, სადგურ "ნაძალადევში" შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა. როგორც Guardian.ge-ს თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცს, რომელიც მეტროში ბაქანზე იდგა, თავის არეში სავარაუდოდ, მოძრავი მატარებლის სარკე მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისის მეტროში 15:57 საათზე, სადგურ „ნაძალადევის“ მეორე ხაზზე ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები, მოძრავი შემადგენლობა დაეჯახა.
თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ მიმდინარე მშენებლობაზე, დღეს, ერთი ადამიანი დაიღუპა.
დაშავებული სამხედროების ოჯახის წევრების დასასაქმებლად, თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს “ვიტა პროდუქტს”, შპს „აგროკონსორციუმ წეროვანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.