პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 95 ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ.
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცვლილება შევიდა დადგენილებაში, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის, ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილების თანახმად, ცნობილი პიროვნებებისთვის მემორიალური დაფის განთავსება გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ხოლო ძეგლის დადგმა 20 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა.
„თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, -მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა შესრულდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ ტერორიზმის შესახებ სემინარი ჩაატარა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ რეგულაციების საკითხის განსახილველად ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე დღეს, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.