რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მამაკაცი დააკავეს და ამის შესახებ ოჯახს დღეს დილით აცნობეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს განცხადებით, ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმის უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გამოძიება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2011 წელს წყნეთის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოს გასხვისება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამ ეტაპზე მერია გამოძიების დასრულებას ელოდება.
სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილისა და ლილოს დასახლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებია მაისურაძის ქუჩაზეც.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა პარტია დატოვეს. მათ აქცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ისინი "პატრიოტთა ალიანსს“ უერთდებიან.
სხვადასხვა ჯიშის, 40 მარადმწვანე ხე ირგვება 9 აპრილის ბაღში, ვაკის პარკში, დედა ენის ბაღსა და ვერის ბაღში. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან, მერიისა და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამლის ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, - აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.
ჩვენ ვიღებთ ზომებს ჩვენი სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციის მიზნით. საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რაც სარკინიგზო სიჩქარეს 50%-ით გაზრდის და გაასამმაგებს ჩვენი ქსელის შესაძლებლობებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს ბაზას თბილისის სხვადასხვა სოლის მოსწავლეები ესტუმრნენ - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შსს ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.