ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები:
პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, ხვალ, თბილისში, დილის 09:00 საათიდან ნოე რამიშვილის ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“ ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
თბილისის მერი,დავით ნარმანია შვილთან ერთად ზოოპარკს ესტუმრა, სადაც საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკის - „მაბუჰაი“-ს გახსნის ცერემონიას დაესწრო და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, საკრებულოსა და სამშენებლო კომპანია ,,გიკო’’-ს წარმომადგენელთან ერთად ჩადო.
6 თვიდან 23 თვემდე სოციალურად დაუცველი 13 ათასამდე ბავშვი 15-კომპონენტიან ვიტამინებისა და მინერალების კვებით დანამატს უფასოდ მიიღებს, - ეს განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების პირველი ნაკადი მთის კურორტზე დასასვენებლად გააცილეს.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიში წარადგინა. სახალხო დამცველის თქმით, მთავარ პრობლემად კვლავ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა რჩება.
სამი მოსწავლე დაშავდა ხაშურში, მეოთხე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის დროს. ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიების დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოიყარა, რის შედეგადაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.