თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. დედაქალაქის მერის თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, მედიასთან განაცხადა.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის გვირაბში საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. სამუშაოები უმაღლესი ხარისხის აკრილისა და ცივი პლასტის საღებავებით შესრულდება.
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები დასრულდა.
თბილისის მერი ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. თბილისის მერიამ აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო.
სამგორის რაიონის გამგეობამ 2021 წელს, რაიონის სხვადასხვა უბანში 11 სპორტული მოედანი მოაწყო.
შემაშფოთებელია პოლიციელის მხრიდან ძალადობა, - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასთან მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში პირველი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა. ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილია გამოყოფილი. მათ შორის, 44 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის - ოთხი ადგილი.
კონკრეტულ ტელევიზიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რაც არ გამოუვათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარება დაავალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.