ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩამდე არსებულ (1,7კმ) საგზაო მონაკვეთ სმოიცავს.
ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ქალბატონი მზექალა ენათმეცნიერია, აკადემიკოსი, მაგრამ მისი მრავალმხრივი ღვაწლი ერთი კონკრეტული დარგის ფარგლებს აშკარად სცდება:
სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების კვეთიდან ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.შეზღუდვა 17 იანვრის 11:00 საათიდან ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
წყნეთის გზატკეცილისა და ი. უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ კონცერტით დაიხურა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.
საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მისალოც განცხადებას აქვეყნებს.
14 იანვარს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში,თბილისის მერიის მიერორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ გრანდიუზული კონცერტით დაიხურება.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა რეზო ამაშუკელის ოჯახს მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.