ლიბერთი ბანკმა 2021 წლის სექტემბერში დააანონსა ახალი სტრატეგია და ახალი პროდუქტების სერია. რომელთაგან ერთ-ერთი პირველი პროდუქტი - ახალი ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მომხმარებელს საკრედიტო ბარათის სრულიად უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ლიბერთის ახალი გუნდი, მომხმარებელს წამყვან საბანკო პროდუქტებზე საუკეთესო პირობებით საახალწლო აქციას იწყებს. 31 დეკემბრამდე, აქციის ‘ლიბერთის ახალი წელი’ ფარგლებში მოქმედებს:
დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაზუსტებული ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჯამი მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წვრთნებისთვის საჭირო, $200 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამ აღჭურვილობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწვრთნელი ბაზა, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფით, უკეთ მოამზადებს მეხანძრეებსა და მაშველებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ და ბუნებრივ კატასტროფებზე საპასუხოდ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.
თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო.დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.
მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. დღეს, ამ ლამაზ ადგილას შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად, საზეიმოდ ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი პიროვნება, ჩვენი ქალაქის კოლორიტი ოთარ ფაცაცია. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.