პარლამენტის წევრმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გაიტანა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის.
ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს: "თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში, ბანკი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას.
დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა და ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისში, ელიას მთის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ისნის რაიონის გამგეობას მიმართავს და მთაზე უკანონოდ მიმდებარე განაშენიანების შეჩერებასა და მწვანე სივრცის განაშენიანებას ითხოვს. ელიას მთის დაცვის ინიციატივით შექმნილმა „ელიას მთის დაცვის თემის“ წევრებმა დღეს აქცია გამართეს და მთაზე, სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დარგეს.
ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. იგი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაჰყავთ.
კომუნიკაციების კომისია, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც არხის მხრიდან პოლიტიზირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები მოჰყვა, განცხადებას ავრცელებს.
სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, მასწავლებელთა, მომავალ მასწავლებელთა და განათლების ადმინისტრირების სპეციალისტთა პროფესიის პოპულარიზაციისა და პროფესიული განვითარების მიზნით, ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.