საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ დაჯარიმების საკითხი განიხილა.
ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს.
მომავალი წლიდან შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაცგადაიხედება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა, -ამისშესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომლის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
კიდევ ერთხელ, მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, ჩვენ შეიძლება დროებით პროცესი გავწელოთ, მაგრამ ჩვენ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინით და აცრებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც“ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა.
აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა, მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.
1849 წლის 2 იანვარს ტფილისის გიმნაზიის „ზალაში“ წარმოადგინეს პირველი ქართული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია - „გაყრა“. სპექტაკლს დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი მეუღლითურთ. სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში" - კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით პედაგოგების გადამზადება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.