საზოგადოება

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. შესაბამისი უწყებების კოორდინაციით, ყველა ნაბიჯი ეტაპობრივად იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ავღანეთი უსაფრთხოდ დაეტოვებინათ.

სრულად...

ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია, რომელსაც პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ავრცელებს.

სრულად...

ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2021 წელს UNESCO-ს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების" სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

სრულად...

ქვეყანაში COVID 19 პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ლიბერთი საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადას კიდევ ერთხელ ახანგრძლივებს.

სრულად...

საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, უნგრული ბორტით საქართველოში დაბრუნდნენ. საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა, უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში სწავლის განახლების რეკომენდაციას იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება.

სრულად...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შექმნილი საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თავის მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს - მომხმარებლების სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტირებაში დაეხმარებიან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი