81 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა.
ქვეყანაში COVID 19 პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, უფროსი თაობის მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ლიბერთი დამატებითი რესურსის მობილიზებას იწყებს. ინფორმაციას “ლიბერთი ბანკი” ავრცელებს.
თბილისში, ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.
საბურთალოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქ. N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, რომლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა, არავინ დაშავებულა.
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაზე, რომ სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში" - თბილისში 18 პედაგოგი გადამზადდა. კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ეს ის თემებია, რომლებზეც ტრენინგები საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებლებს ჩაუტარდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.