საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წლების განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის სარწყავი წყლით შეუფერხებელი მომარაგება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რაც ბაღის კოლექციების მართვაში სირთულეებს ქმნიდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 321 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 121 , ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში -23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იქ დასაქმებულ პერსონალზე, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს იმ საცხოვრებელი ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, რომლებშიც უკვე ათწლეულებია ცხოვრობენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის ინფორმაციით, თითქოს თბილისის მერია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული ნაკვეთის გასხვისებას და ზონის შეცვლას გეგმავს.
დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია კი დამატებით, 180 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
ლოტკინზე, კიშინიოვის N24-ში ახალი სპორტული მოედნები და სკვერი მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის გამოწვევა და ჩვენ ბიუჯეტში ეს განსაზღვრულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.