კოვიდის ორი სრული ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობოდ შემოსვლა, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი შეიმუშავა, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 119 იმერეთში, 79 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე5 400 კვ.მ ფართობზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო. ლოტკინის დასახლებაში ამ დრომდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხბურთის ძველი, დაზიანებული მოედანი იყო.
საქართველოს მთავრობა მოქმედებს თანმიმდევრულად, თვით მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ თავად არ გააჩნიათ საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ნებისმიერი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა, რის შემდეგაც მალტის მთავრობამ გადაწყვიტა, ვაქცინა ღარიბ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს გადაუნაწილოს.
„დღეს კომისიამ დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში უხამსობა განათავსა, ეს საკითხი რიგ მედია საშუალებებში ისე გაშუქდა, თითქოს კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურას იწყებს, ვინც ამას აკეთებს და საუბრობს, ყველამ კარგად იცის, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მედიის ცენზურა, არამედ პირიქით, გამოხატვის თავისუფლების და მაყურებლის ინტერესების დაცვაა, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.
ვიმედოვნებ, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ერთ კვირაში დადებითი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.