გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განაგრძობს. გამგეობამ წელს 22 ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. ასევე, მოეწყო შიდა ეზოები. რამდენიმე მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსად მაკა ფერაძე დაინიშნა.
გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ახლადაშენებულ N102 საბავშვო ბაგა-ბაღში კვების პროდუქტების გაცემას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, გლდანის რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.
24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 241 თბილისში, 497 იმერეთში, 191 კი აჭარაში გამოვლინდა, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
დიდი ალბათობაა, რომ საქართველო დიდი ქვეყნების შემდეგ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს., - განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
ნაძალადევის რაიონში, იოსელიანისა და გორდის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის დასაწყისში კი ბეტონის გზა მოეწყო, ასევე, გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარებს მიზანმიმართული კამპანია თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება. აქედან გამომდინარე, საზოგადოება არის დეზინფორმაციის ქვეშ და უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.