დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაუშვებელია, სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება ადამიანების გაჭირვებით გამართლდეს.
M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, როგორც რისკ და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფს, გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს.
თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად, ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან ერთად, გარკვეული შეღავათებით კვების ობიექტებიც ისარგებლებენ, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯარში სერიოზული გამოწვევა არ არის და სიტუაცია სრულად კონტროლდება. როგორც პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე ნიშნების გამოჩენიდან ჯარში მკაცრი კონტროლი დაწესდა. „ჯარი იყო ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი ამ ბრძოლაში. ამ პროცესში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იყო ჩართული. 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოვაწყვეთ პოლიციასთან ერთად და ჩვენ ერთობლივად ვახორციელებდით ღონისძიებებს“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ამ ღონისძიებებმა ეპიდემიის გავრცელების დიდი პრევენცია მოახდინა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-429, ქვემო ქართლი-157, შიდა ქართლი-192, გურია-16, სამეგრელო და ზემო სვანეთი-146, კახეთი-158, მცხეთა-მთიანეთი-43, სამცხე-ჯავახეთი-34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-14, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შეზღუდვების მთავარი მიზანი იყო, ქვეყანაში შემთხვევების კატასტროფული მატება რამენაირად შეგვეჩერებინა, რაც საბედნიეროდ, მოხერხდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო და მსგავსი სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. მათ შორის, ცხრა ძმის ქუჩა N61-ში, 300 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.