ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ქართველი ექიმები პანდემიის გმირები არიან, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა, - თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი განცხადებას ავრცელებს.
კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 134, აჭარაში – 230, იმერეთში – 338, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ჩვენ ჩავატარეთ რანდომული კვლევა დედაქალაქში და თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9,1 პროცენტს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
საქართველოს პარლამენტის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა. ნაძვის ხე თბილისის მერმა აანთო.
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ მაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში თითქმის 30,000 წუთი დაუთმეს.
წელს 205 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების 28 პროექტი განხორციელდა, 24-საათიანი გამართული წყალმომარაგებით პირველად სარგებლობენ ქუთაისის, ზუგდიდისა და ჭიათურის მცხოვრებლები, ჯამში, მოეწყო 614 კილომეტრის სიგრძის ქსელები და აშენდა 13 რეზერვუარი, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებს ტარიფები და საფასურები დაუდგინა. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურებისათვის დადგინდა 3-წლიანი ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები განისაზღვრა 2021 წლისათვის, ერთ წლიან რეგულირების პერიოდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.