საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ.
თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად, წელს აივ ტესტირების მსურველთა რაოდენობა შემცირდა, რამაც გამოვლენის მაჩვენებლის შენცირება გამოიწვია, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსისი ცენტრის განცხადებაში, რომელსაც ცენტრი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან, პირველ დეკემბერთან დაკავშირებით ავრცელებს.
28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და რემდესივირი სულ მალე უნდა იქნება ქვეყანაში გამოსაყენებლად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმში ფიტნესკლუბის დალუქვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.