თბილისის მერია პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება, ხოლო ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით გაუქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მთელი ეპიდემიის განმავლობაში ინფიცირების 100 ათასი შემთხვევიდან სამედიცინო პერსონალის 4 500-დან ხუთი ათასამდე წარმომადგენელია ინფიცირებული, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
ჩვენს უწყებაში ყველა შესყიდვა და თანხა არის ღია, გამოქვეყნებულია საჯაროდ და მიეწოდება ყველას, ვინც კი მოითხოვს ამ სახის ინფორმაციას, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში, სადაც ცენტრი მოქალაქე გიორგი ჩალაძის განცხადებებს ეხმაურება.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიიღო.
შემთხვევათა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციას ქმნის, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ „ქრონიკაში“.
საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩა N23-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში („ოქროს საწმისის“ შენობა) მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა და ამ ეტაპზე, წყალარინების სისტემა იცვლება.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.