კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების მიზანია, რომ თებერვალში საქართველოს მოსახლეობამ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქცია ისევ გრძელდება. ამ ეტაპზე, აქციას 25-ზე მეტი ბიზნესკომპანია შეუერთდა.
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მოქალაქეებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ.
სამგორის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე სკვერებსა და სპორტულ ინფრასტრუქტურას აწყობს. ვარკეთილში უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მე-4 მიკრორაიონის N420-425 კორპუსების მიმდებარედ გაიხსნება.
შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე როგორც ვაქცინების შესყიდვაზე, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.