დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი, 2020-2021 სააღმზრდელო წელი დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესის წარმართვას დიდუბის რაიონში მდებარე N93 და N102 საბავშვო ბაღებში გაეცნო, სადაც დღეს აღსაზრდელების პირველი ნაკადი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად მიიღეს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო. ახალი სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებთან ერთად პირველ საცდელ ველოგარბენშიც მიიღო მონაწილეობა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა წავკისისწყლის ხეობის გაყოლებაზე 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე, სადაც ადრე გავლა შეუძლებელი იყო, ინფრასტრუქტურა მთლიანად მოაწესრიგა და ეს პროექტი „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარია“ დედაქალაქისთვის.
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ განხორციელდა წყალარინების ქსელის მოწყობა, გამგეობამ კი საგზაო სამუშაოები დაიწყო.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ, რათა, მიუხედავად ყველაფრისა, ყველა კარგად ვხედავდით, მესტია როგორ ვითარდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას.
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კაჭარავას მეხუთე ჩიხში მიმდინარეობს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარას, 137 კი თბილისს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.