საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის 32-ე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლესა და დირექტორის მოადგილე კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი სკოლის დირექტორის, ნინო კაშიას ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისის მეტროსადგურებზე - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრთა მიღება განახლდა და ამ ეტაპისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ. მძიმე ეკონომიკური გამოწვევის მიუხედავად, ყველა მოქალაქის კონკრეტული პრობლემა იქნება განხილული, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება.
ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი და უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 179 თბილისს უკავშირდება, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.