მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი, მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტები სწრაფ იზოლაციას (14 /დღით თვითიზოლაცია ან შესაბამისი პირობების არარსებობის შემთხვევაში, საკარანტინო სივრცეში) ექვემდებარებიან და PCR-ტესტი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩაუტარდებათ, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე დასუფთავების აქცია გამართა. კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 453 შემთხვევიდან 297 აჭარაში დაფიქსირდა, 78 თბილისში, 52 იმერეთში, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობში აწარმოებდნენ.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.
1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, გაფორმდა მემორანდუმი ქალაქ რუსთავის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.
ინფექციურ საავადმყოფოში თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.