საზოგადოება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში, დღეს, რიგით მეათე თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა. აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ნათია სულავასთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გადასცა. ეროვნული გმირის წოდება გენო ადამიას გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტმა მიანიჭა.

სრულად...

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ბეთანიაში, კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გზის მოწყობა დასრულდა. რეაბილიტირდა თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩები, რომლებზეც ტრანსპორტის გადაადგილება პრობლემური იყო.

სრულად...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან უმტესობა -193 აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება.

სრულად...

საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში, არტოს ბაღში დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართა. ქართველი პიანისტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი მორიც გნანი ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

სრულად...

იუსტიციის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის, შვილიშვილის, ნანო სტურუას გარდაცვალების გამო.

სრულად...

ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს ინფიცირებულთა აბსოლუტური რიცხვი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს ევროპაში, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს.

სრულად...

საქართველოს სტატუსი გლობალური კოვიდრისკის შკალაზე არ შეცვლილა, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მასობრივი გავრცელება რუსეთიდან აჭარის რეგიონში ტურისტების „ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით“ შემოყვანამ განაპირობა და მას აქვს გეგმა თუ როგორ უნდა შემცირდეს ვირუსი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი