საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იმოქმედონ დადგენილი რეგულაციებით, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ევროპის საბჭოსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა დაესწრნენ.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო და ბიძგები ლაგოდეხთან დაფიქსირდა.
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ჩიხი N2-ში 1 100 კვადრატულ მეტრზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი - 80 წლის ქალბატონი და 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ლიბერთის ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად პედაგოგებისთვის ახალი შეთავაზება აქვს: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსთან 6 700 კვ.მ ფართობზესკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.