მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესის დროს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს.
საქართველოს მთავრობამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-20 პაციენტი 60 წლის ასაკის ქალია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ სამ პაციენტთან ერთად გადმოიყვანეს და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს კვლავ ჩვეული რეჟიმით, დილის 6-იდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
„თბილსერვის ჯგუფმა“, დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, მიმდებარე ფერდობებისა და გამწვანებული ტერიტორიების დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.