მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია. მათი ნაწილი თბილისში ოქტომბერში შემოვა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას უზბეკური მედია ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების სხვა შემთხვევები კი სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.
საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.